აშშ ცდილობს, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის აქტივების კონფისკაციაზე დაიყოლიოს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკანასკნელ დღეებში, სანამ პრეზიდენტი თეთრ სახლს დატოვებს და დონალდ ტრამპს გადასცემს უფლებამოსილებებს, ცდილობს დაარწმუნოს მოკავშირეები, პირველ რიგში ევროკავშირში, რომ კონფისკაცია გაუკეთონ რუსულ აქტივებს, რომლებიც დასავლეთშია გაყინული ში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ამის შესახებ CNN იტყობინება ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
2022 წლის თებერვალში უშუალოდ შეჭრის საპასუხოდ გაყინული რუსეთის ბანკის აქტივების საერთო მოცულობა დაახლოებით 300 მილიარდ დოლარს უდრის. მაგრამ მათი უდიდესი ნაწილი განთავსებულია სწორედ ევროკავშირში და არა -ში, რაც ართულებს ვაშინგტონის პოზიციებს მათი შესაძლო კონფისკაციის შესახებ მოლაპარაკებებში.
როგორც CNN-ის ცნობიდან ჩანს, ბაიდენი ახლა გამოდის წინადადებით, რომ ეს თანხა სპეციალურ ანგარიშზე გადაირიცხოს. ეს ნიშნავს ამ თანხის იურიდიული სტატუსის შეცვლას – ის აღარ იქნებოდა გაყინული და აშშ-ისა და მისი მოკავშირეების განკარგულებაში აღმოჩნდებოდა. მაგრამ, როგორც მასალებიდან ჩანს, ფული რუსეთს შეიძლება დაუბრუნდეს სამშვიდობო შეთანხმების დადებისა და უკრაინაში ომის შეწყვეტის შემთხვევაში. ვაშინგტონი სწორედ ამ ზომას განიხილავს რუსეთზე ზეწოლის საშუალებად, რათა აიძულონ ის, დათანხმდეს მშვიდობას.
როგორც იტყობინებიან, ბაიდენის ადმინისტრაციამ ურთიერთგაგებას მიაღწია არჩეული პრეზიდენტის, ს საგარეო-პოლიტიკურ გუნდთან. მაგრამ ევროკავშირის ქვეყნები, რომელთა პოზიციას საკვანძო მნიშვნელობა აქვს ამ საკითხში, კვლავაც არ არიან მზად, დათანხმდნენ შეთავაზებულ გეგმას. ისინი კერძოდ იმაზე მიუთითებენ, რომ აქტივების კონფისკაცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ამასთან, ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი, კერძოდ, საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი კაია კალასი, პრინციპში მხარს უჭერს ამ იდეას.
აშშ, მისი პარტნიორები „დიდი შვიდეულიდან“ და ევროკავშირი უკვე იყენებენ დასავლეთში განთავსებული რუსული აქტივებიდან მოგებას უკრაინის დასახმარებლად. მაგრამ საქმე ეხება არა თავად აქტივების კონფისკაციას ან გამოყენებას, ისინი გაყინული რჩება. მოსკოვმა გააკრიტიკა მოგების გამოყენება და ამას „ქურდობა“ უწოდა. ის საპასუხო ზომებით იმუქრება აქტივების შესაძლო კონფისკაციის შემთხვევაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი გიორგი გახარიაზე თავდასხმაზე – დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა, ამის მტკიცებულება არსებობს – მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება

პაატა დავითაია – გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმა და ძალადობა ოპონენტებზე, ხელს უწყობს უმართავ პროცესს საზოგადოებაში, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას აკისრია