, ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების საკითხზე, გაერო-ს უშიშროების საბჭოს იწვევს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების საკითხის განსახილველად გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია, – ამის შესახებ გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი, სერგეი კისლიცა სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მისი ინფორმაციით, შეხვედრა 10 იანვარს გაიმართება.
იტყობინება, რომ მას ახალი ინფორმაცია აქვს იარაღის შესახებ, რომელსაც მესამე ქვეყნებიდან იღებს უკრაინის განადგურებისა და მისი ხალხის დამორჩილების მიზნის მხარდასაჭერად. აშშ-ის ინფორმაციით, კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ახლახან რუსეთს გადასცა ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობები და რამდენიმე ათეული ბალისტიკური რაკეტა“, – წერს კისლიცა.
მისი განმარტებით, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ 2023 წლის 30 დეკემბერს რუსულმა ძალებმა უკრაინის თავზე ჩრდილოეთ კორეის მიერ მიწოდებული მინიმუმ ერთი რაკეტა გაუშვეს. რაკეტები გამოიყენეს ასევე 2 იანვრის თავდასხმის დროს.
“აშშ თვლის, რომ გამოიყენებს ჩრდილოეთ კორეიდან მიწოდებულ დამატებით რაკეტებს, რათა გაანადგუროს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები“, – წერს კისლიცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…