აშშ-ჩინეთს შორის „სავაჭრო ომი“ გრძელდება

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 10%-დან 20%-მდე გაზარდა ჩინეთიდან იმპორტირებული პროდუქციისთვის დაწესებული საბაჟო გადასახადი.
პრეზიდენტ ს განკარგულებაში, რომელიც 3 მარტს გამოქვეყნდა, მიზეზად დასახელებულია ის, რომ ჩინეთი არ მიმართავს ადეკვატურ ზომებს ნარკოტიკების (სინთეტიკური ოპიოიდების) უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ.
პასუხად ჩინეთმა გამოაცხადა, რომ 10-15%-იან გადასახადს უწესებს სოფლის მეურნეობის ამერიკულ პროდუქციას. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს მიერ დღეს, 4 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საექსპორტო კონტროლის, ანუ სანქცირებულთა ჩამონათვალს დაამატა 15 ამერიკული კომპანიაც და მათთვის ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიყიდვა აკრძალა.
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, ორმხრივი შეთანხმების გარეშე საბაჟო ტარიფების გაზრდის გამო, -ს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში უჩივლეს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 10%-იანი საბაჟო გადასახადი 2025 წლის თებერვალში დააწესა.
პასუხად, ჩინეთის მთავრობამ 10-15%-იანი გადასახადი დაუწესა აშშ-დან იმპორტირებულ ნავთობს, ნახშირს, თხევად ბუნებრივ გაზსა და ავტომანქანებს.