ჩინეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გეგმავს – სალივანი

ჩინეთი ღრმად სცილდება ნაციონალური სახელმწიფოების ღირსეული ქცევის საზღვრებს – ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში -ის მრჩეველის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, შეერთებული შტატები ჩინეთში იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ომს ხელს უწყობენ, ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩინეთი უნდა შეჩერდეს, რადგან ვფიქრობთ, რომ ის ღრმად სცილდება ნაციონალური სახელმწიფოების ღირსეული ქცევის საზღვრებს… თქვენ შეგიძლიათ ელოდოთ დამატებით სანქციებს, რადგან, როგორც ჩვენ ვხედავთ, ეს სურათი აგრძელებს განვითარებას უახლოეს კვირებში”, – განაცხადა სალივანმა კოლორადოში ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე”, – თქვა სალივანმა.
ვაშინგტონმა ადრე გააფრთხილა პეკინი რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერისთვის შესაძლო სანქციების შესახებ.
მანამდე ჩინეთის ხელმძღვანელობა უარყოფდა ომის რომელიმე მხარეს ყოფნას.
წყარო; ტვ პირველი

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა