-ში ჯეფრი ეპშტეინის ორ მილიონზე მეტი ფაილი გამოუქვეყნებელი რჩება

აშშ-ში სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპშტეინის ორ მილიონზე მეტი ფაილი გამოუქვეყნებელი რჩება კანონით დადგენილი ვადის გასვლიდან ორ-ნახევარი კვირის შემდეგაც.
იუსტიციის დეპარტამენტმა ფედერალური მოსამართლისადმი გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ დოკუმენტები განხილვის სხვადასხვა ეტაპზეა.
დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის გამოქვეყნებულია 12 285 დოკუმენტი, რომელიც 125 000-ზე მეტ გვერდს მოიცავს.
გენერალური პროკურორის, პემ ბონდის მიერ ხელმოწერილ წერილში ასევე ნათქვამია, რომ 400-ზე მეტი იურისტი და FBI-ის 100-ზე მეტი აგენტი კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში იქნება დაკავებული ფაილების განხილვით.

კანონის თანახმად, ეპშტეინის ყველა ფაილი 19 დეკემბრამდე უნდა გამოქვეყნებულიყო. თუმცა იუსტიციის დეპარტამენტმა ეს ვადა დაარღვია. გამოქვეყნებული დოკუმენტების უმეტესობა ფართოდ არის ცენზურაში გატარებული – იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ეპშტეინის მსხვერპლი დაიცვა მასალებში ადგილების გაშავებით.
-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სცადა ხელი შეეშალა ეპშტეინთან დაკავშირებული ფაილების გამჟღავნებისთვის. პრეზიდენტმა საბოლოოდ დათმო კონგრესის – მათ შორის, საკუთარი პარტიის წევრების – მზარდი ზეწოლა და ხელი მოაწერა
კანონს, რომელიც მასალის გამოქვეყნებას ავალდებულებდა.

ტრამპი ოდესღაც ეპშტეინის ახლო მეგობარი იყო, რეგულარულად ესწრებოდა წვეულებებს, მაგრამ მასთან ურთიერთობა დაპატიმრებამდე წლებით ადრე გაწყვიტა და თვლის, რომ რამეში მისი დადანაშაულების საფუძველი არ არსებობს.
ეპშტეინი 2019 წელს ნიუ-იორკის ციხის საკანში გარდაიცვალა სასამართლო პროცესის მოლოდინში.
ფორუმი