-ში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში კერძო სექტორი ისტორიაში ყველაზე მსხვილ, $500 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს

აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად კერძო სექტორის ინიციატივაზე ისაუბრა.
ტრამპის განცხადებით, ამერიკული კომპანიები დიდ ინვესტიციას განახორციელებენ, რომლის მოცულობაც $500 მილიარდი იქნება. ინვესტირების მთავარ მიზანს, სხვა ქვეყნებთან კონკურენციის გაზრდა წარმოადგენს.
დონალდ ტრამპის განმარტებით, ერთობლივ კომპანიას OpenAI, SoftBank-ი და Oracle-ი დააფუძნებენ, რომლის სახელიც Stargate-ი იქნება. კომპანიები ახალ მონაცემთა ცენტრებს ააშენებენ.
დამფუძნებელი კომპანიები $100 მილიარდის მოცულობის ინვესტიციას დაუყოვნებლივ განახორციელებენ, დარჩენილ თანხას კი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დახარჯავენ.
მონაცემთა ცენტრების ნაწილის მშენებლობა უკვე დაწყებულია. მთლიანობაში ერთობლივი კომპლექსი 20 მონაცემთა ცენტრს ააშენებს.
დონალდ ტრამპმა აღნიშნულ ინიციატივას ისტორიაში ყველაზე მსხვილი AI-ინფრასტრუქტურის პროექტი უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ