აშშ-ში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

აშშ-ში, დასავლეთ ტეხასისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნიუ-მექსიკოს სოფლებში, ძლიერი იყო. ბიძგების სიმძლავრემ 5.3 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.
-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა შაბათს საღამოს, ადგილობრივი დროით 7:47 საათზე მოხდა. ეპიცენტრი დასავლეთ ტეხასში, ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ უაითს სითიდან სამხრეთით, დაახლოებით 56 კილომეტრში მდებარეობდა.
მიწისძვრა 6.27 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.
ნიუ-მექსიკოს შტატის ედის ოლქის საგანგებო სიტუაციების მართვის მენეჯერის, ჯენიფერ არმენდარიზის თქმით, “მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრა ბევრმა მაცხოვრებელმა იგრძნო, ნგრევის შესახებ ზარები არ შემოსულა”.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ტრამპისა და რუბიოს განცხადებებზე – შეიძლება გული დავწყვიტო ბევრ ჩვენს მხარდამჭერსაც მაგრამ, გადაჭარბებული რეაქციებია – დიდი სახელმწიფოს, მეგობარი ქვეყნის ლიდერმა მოგვილოცა და თქვა ობიექტური რაღაცები, ხელწამოსაკრავი ქვეყანა არ ვართ