-ში ცოფით დაავადებულმა დათვმა ადამიანი დაკბინა

აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, ცოფით დაავადებული დათვი ადამიანს ქუჩაში თავს დაესხა. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.
თავდასხმის კადრები მედიაში გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ დათვი მამაკაცს მიუახლოვდა, თავს დაესხა და კბენა დაუწყო. პენსილვანიის ნადირობის კომისიის განცხადებით, მსგავსი ქმედება დათვებს არ ახასიათებთ და ეს ნორმალური არ იყო.
დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თავდასხმის შემდეგ დათვი ადგილობრივმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, ექსპერტიზამ კი დაადასტურა, რომ დათვი ცოფით იყო დაავადებული.
“ტესტის შედეგებმა აჩვენა, რომ დათვი ცოფით იყო დაავადებული. დაზარალებული სრულად გამოჯანმრთელდება და ჩაუტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რასა იუკნევიჩიენე – ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი გამოძიების ეშინია, იმას აჩვენებს, რომ მათ სიმართლისა და დასჯის ეშინიათ – ეს აჩვენებს, რომ BBC-ის მიერ გამოვლენილი ფაქტები დიდი ალბათობით, სიმართლეა

მარი ბიერე – საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი რეალურად გაჩერებულია და ასე იქნება, ვიდრე საქართველოს მთავრობა არ გამოაჩენს მტკიცე მზაობას, შეაბრუნოს კურსი და დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას