აშშ-ში შრომის ანაზღაურებამ საათში $35-ს მიაღწია

აშშ-ის ეკონომიკაში სამუშაო ადგილების რაოდენობა ივნისში 206 ათასით გაიზარდა, ნათქვამია ქვეყნის შრომის სამინისტროს განცხადებაში.
ამავდროულად, უმუშევრობა შეერთებულ შტატებში გასულ თვეში 2021 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეზე, 4.1%-ით გაიზარდა, მაისის 4%-იდან.
შესწორებული მონაცემებით, მაისში სამუშაო ადგილების რაოდენობა 218 ათასით გაიზარდა და არა 272 ათასით.. შრომის სამინისტრომ აპრილის სტატისტიკაც გადახედა: სამუშაო ადგილების ზრდამ 165 ათასი კი არა, 108 ათასი შეადგინა.
კერძო სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა ივნისში 136 ათასით, ხოლო საჯარო სექტორში 70 ათასით გაიზარდა.
ჯანდაცვაში ზრდამ 49 ათასი შეადგინა, სოციალურ სფეროში – 34 ათასი, სამშენებლო სექტორში – 27 ათასი. ამასთან, სამუშაო ადგილების შემცირება დაფიქსირდა საცალო ვაჭრობაში (9 ათასით), ინდუსტრიაში სექტორი (8 ათასით), პროფესიული და ბიზნეს მომსახურების სფეროში (17 ათასით).
ივნისში კერძო სექტორში საშუალო საათობრივი ანაზღაურება წინა თვესთან შედარებით 0,3%-ით გაიზარდა და 35 დოლარს მიაღწია. წლიური თვალსაზრისით ეს მაჩვენებელი 3.9%-ით გაიზარდა. მაისში ზრდამ ყოველთვიურად 0.4%, ხოლო წლიურად – 4.1% შეადგინა.
საშუალო სამუშაო კვირა შეერთებულ შტატებში ზედიზედ მესამე თვეა ივნისში 34,3 საათზე დარჩა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის მაჩვენებელი მაისის 62.5%-იდან 62.6%-მდე გაიზარდა.