“აშშ-ში შეთანხმების შემდეგ, რუსეთი ეცდება დესტაბილიზაციას სამხრეთ კავკასიაში”

ვანო აბრამაშვილი, კავკასიის საკითხების ექსპერტი და კონფლიქტოლოგი, აფასებს 8 აგვისტოს ვაშინგტონში გაფორმებული TRIPP-ის შეთანხმების გავლენას რეგიონზე, ს გავლენების შემცირებას სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს საგარეო პოლიტიკის უარყოფით შედეგებს, რომელიც, მისი თქმით, ქვეყანას „სამხრეთ კავკასიის ყველაზე სუსტ მდგომარეობაში“ აქცევს.
ვაშინგტონში 8 აგვისტოს შეთანხმება გარდა იმისა რომ ბაქო-ერევანს შორის სამხედრო ესკალაციის რისკებს, თეორიულად მინიმუმამდე ამცირებს, გარკვეულ პერსპექტივაში, კიდევ რა შესაძლებლობებს აჩენს ეს მოვლენა სამხრეთ კავკასიის რეგიონში?
ეს შეთანხმება უპირველეს ყოვლისა არა აზერბაიჯანის ან სომხეთის, არამედ -ის დიპლომატიური და გეოპოლიტიკური გამარჯვებაა. 99 წლიანი იჯარით ამერიკამ მიიღო კონტროლი იმ სავაჭრო გზაზე, რომლის სრული კონტროლი სულ რაღაც 5 წლის წინ, 2020 წლის ყარაბაღის ომის 9 პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით FSB-ს უნდა ჰქონოდა.
წმინდად სამშვიდობო თვალსაზრისით 8 აგვისტოს შეთანხმებას ბევრი საკვანძო დეტალი აკლია, რომ სრულფასოვან სამშვიდობო ხელშეკრულებად ჩაითვალოს. იქ ნახსენები არაა საზღვრების დემარკაცია, პატიმრების გაცვლა და ა.შ. თუმცა პოლიტიკური კუთხით ეს ცალსახად დიდი პროგრესია და მინიმუმადე დაჰყავს ახალი შეიარაღებული კონფლიქტის რისკი.
8 აგვისტოს, ვაშინგტონში, თეთრ სახლში, პრეზიდენტ ს მედიაციითა და მონაწილეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც უნდა დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. გარდა ამისა, შეთანხმების შესაბამისად, აშშ მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას 99 წლით სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისათვის.
იმისთვის, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყოვლისმომცველი სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდეს, ბაქო სგან მოითხოვს კონსტიტუციის პრეამბულიდან ამოიღონ მითითება 1990 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე, სადაც ყარაბაღია ნახსენები. თუმცა, ფაშინიანის სურვილის მიუხედავად, რომ ამგვარი შესწორება შევიდეს კონსტიტუციაში, გარანტია არ არსებობს რომ ეს აუცილებლად მოხდება საკონსტიტუციო რეფერენდუმის დანიშვნის შემთხვევაში, ამან კი შეიძლება ახალი ჩიხური ვითარება წარმოქმნას ორ ქვეყანას შორის.
ახალი შესაძლებლობების კუთხით ეს შეთანხმება ცხადია სომხეთის „განბლოკვას“ შეუწყობს ხელს სატრანსპორტო და ეკონომიკური თვალსაზრისით. ასევე, სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური წონა კიდევ უფრო იზრდება, ვინაიდან ის ჩაკეტილ და არასტაბილურ სივრცედ ნაკლებად იქნება აღქმული დანარჩენი მსოფლიოს თვალში.
რამდენად იყო მზად რუსეთი მოვლენების ასე განვითარებისთვის და რა მექანიზმები დასტრატეგიები რჩება დღეს მას საკუთარი გავლენების შესანარჩუნებლად?
მიუხედავად იმისა, რომ “ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) წმინდად კომერციულია, ეს რუსეთისთვის გეოპოლიტიკური დარტყმაა. 2024 წლის აგვისტოში ბაქოში პუტინის იშვიათი ვიზიტის დროს უკვე იგრძნობოდა, რომ კრემლის ბერკეტები აზერბაიჯანზე სულ უფრო მცირდებოდა, შესაბამისად, ბოლოდროინდელი რუსულ-აზერბაიჯანული დაძაბულობის ფონზე, ეს მოსკოვს კიდევ უფრო სუსტად წარმოაჩენს ამ დაპირისპირებაში.
გავლენების შესანარჩუნებლად ცხადია რუსეთი ეცდება ვითარების დესტაბილიზაციას, იქნება მუდმივი მუქარა და საბოტაჟის მცდელობები. ამასთან, თუკი TRIPP-ში სომხეთის რკინიგზაც იქნება ჩართული ეს რუსეთს დამატებით ბერკეტებს გაუჩენს, ვინაიდან 2008 წლიდან მოყოლებული სომხეთის რკინიგზის 100% წილს რუსეთის სახელმწიფო კომპანია „Российские железные дороги“ ფლობს.
რუსეთი, ასევე, სავარაუდოდ ეცდება ირანთან ერთად ოპერაციული პრობლემები შეუქმნას სავაჭრო გზის ამოქმედებას, რომელიც ასევე მტრულად შეხვდა აშშ-ის მის საზღვრებთან გამოჩენას. თეირანის რეაქცია შეთანხმების დადებიდან მეორე დღეს უკვე გამოიხატა მუქარაში, რომ ეს სავაჭრო დერეფანი „ტრამპის დაქირავებული მეომრების სასაფლაოდ გადაიქცევა.“
იმის მიუხედავად, რომ საქართველო დღეს ხსენებითაც კი არ ფიგურირებს სომხეთ- აზერბაიჯანის მშვიდობის მთელი ამ მიღწევების კონტექსტში, რას მოუტანს ეს ფაქტი საქართველოს?
საქართველო ვერ იქნებოდა ნახსენები უშუალოდ შეთანხმების დოკუმენტში, მაგრამ მისი პირდაპირი ინტერესების გათვალისწინება შესაძლებელი გახდებოდა მხარეებთან კონსულტაციის გზით, ვინაიდან 8 აგვისტოს შეთანხმებას წინ რამდენიმე თვიანი მოსამზადებელი პროცესი უძღვოდა. დასავლეთისგან სრულად იზოლაციის პირობებში, ცხადია, ეს ვერ მოხდებოდა.