-ში “შათდაუნი” 36-ე დღეა გრძელდება – BBC

ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი 36-ე დღეა, გრძელდება და ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გახდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი, რომელიც დაფინანსების შეწყვეტის გამო ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერებას ნიშნავს, 1-ლი ოქტომბრიდან გამოცხადდა. ამის მიზეზი დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ბიუჯეტის ახალ პროექტთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობაა. უთანხმოების მთავარი მიზეზი ჯანდაცვის ხარჯებია.
BBC-ის ცნობით, ამ დროისთვის ფედერალურ უწყებებში დასაქმებულთა ნაწილი კვლავ ანაზღაურების გარეშე მუშაობს, მილიონობით ამერიკელი კი აუცილებელი სერვისების გარეშე დარჩა.
პარალელურად, დემოკრატები და რესპუბლიკელები, რამდენიმე კვირაა, ბიუჯეტის ახალ პროექტთან დაკავშირებით საერთო გადაწყვეტილებას ვერ აღწევენ.
-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ე.წ. შათდაუნი ს პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს 2018- 2019 წლებში, 35 დღის განმავლობაში გაგრძელდა.
1tv.ge