-ში, „შათდაუნის“ გამო, ათასობით ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო – Reuters

აშშ-ში, ე.წ. შათდაუნთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ათასობით ავიარეისი გაუქმდა, ან გადაიდო, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ავიაკომპანიებმა კვირას -ში 2 800-ზე მეტი რეისი გააუქმეს და 10 200-ზე მეტი გადადეს, საჰაერო მოძრაობის კონტროლის სამსახურის პერსონალის მზარდი დეფიციტის გამო.
აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრის, შონ დაფის განცხადებით, „შათდაუნის“ გაგრძელების შემთხვევაში, სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესებაა მოსალოდნელი.
„საქმე მხოლოდ გაუარესდება. მადლიერების დღემდე ორი კვირით ადრე, საჰაერო მიმოსვლა ნელ-ნელა შემცირდება“, – განაცხადა დაფიმ.
Reuters-ი წერს, რომ როგორც წესი, მილიონობით ადამიანი მოგზაურობს მადლიერების დღის წინა პერიოდში, რომელიც აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია და წელს 27 ნოემბერს აღინიშნება.
შეგახსენებთ, ფედერალურმა ავიაციის ადმინისტრაციამ ავიაკომპანიებს დაავალა, 40 მსხვილ აეროპორტში ყოველდღიური რეისები პარასკევიდან 4%-ით შეემცირებინათ, საჰაერო მოძრაობის კონტროლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გამო. ფრენების შემცირებამ სამშაბათს 6%-ს უნდა მიაღწიოს, 14 ნოემბრისთვის კი – 10%-ს.