აშშ-ში ქარიშხალ „ჰელენს“ 43 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე, 43 ადამიანი ემსხვერპლა და მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთში ქარიშხალ „ჰელენის“ შედეგად. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქარიშხალი თავდაპირველად ფლორიდას დაატყდა თავს, შემდეგ კი უფრო ჩრდილოეთით, ჯორჯიისკენ და ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინისკენ გადაინაცვლა.
მიუხედავად იმისა, რომ „ჰელენი“ შედარებით შესუსტდა, მეტეოროლოგები მოსახლეობას ძლიერი ქარის, წვიმისა და ტორნადოს შესახებ მაინც აფრთხილებენ. ქარიშხლის ზონაში სახლებისა და გზების ნაწილი დატბორილია.
ერთ-ერთმა დაზარალებულმა ოჯახმა BBC-ს უამბო, რომ იძულებულნი იყვნენ, სახლი ცურვით დაეტოვებინათ, რათა უსაფრთხო ადგილზე გადასულიყვნენ. სადაზღვევო კომპანიები ქარიშხლით მიყენებულ ზარალს რამდენიმე მილიარდ დოლარად აფასებენ.
ქარიშხალ „ჰელენს“ მეოთხე კატეგორია მიანიჭეს, ქარის სიჩქარე 240 კმ/სთ აღწევს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – 26 ოქტომბერს მატყუარა მთავრობას გავისტუმრებთ და სასწრაფოდ დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით – ეს პორტი აუცილებლად უნდა ასახიერებდეს საქართველოს და კავკასიის კარიბჭეს