აშშ-ში „ტრამპის ბარათის“ მიღების მსურველთათვის სპეციალური ვებგვერდი შეიქმნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა სპეციალური ვებსაიტის შექმნის შესახებ, რომელიც ე.წ. „ტრამპის ბარათზე“ – 5 მილიონი დოლარის ღირებულების -ის ბინადრობის ნებართვაზე – განაცხადების შესატანად იქნება განკუთვნილი.
TrumpCard.gov ვებსაიტი განკუთვნილია პოტენციური აპლიკანტებისთვის, რომელთაც სურთ მუდმივი ბინადრობის და შემდგომში მოქალაქეობის მიღება. პორტალზე მომხმარებლებს სთხოვენ დატოვონ სახელი, საცხოვრებელი რეგიონი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, ასევე მიუთითონ, განაცხადს ფიზიკური პირის სახელით აგზავნიან თუ კომპანიის სახელით. ტრამპის გუნდის ცნობით, გახსნილი რეგისტრაცია მხოლოდ პირველი ეტაპია.
„ათასობით ადამიანმა დარეკა, რათა ეკითხათ, როგორ დარეგისტრირდნენ“, – კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა ვებსაიტის გაშვებაზე სოციალურ ქსელში.
Fox TV-ის განმარტებით, ვიზები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ დაინტერესებულ პირებს უკვე შეუძლიათ ინფორმაციის მიწოდება გაშვებულ ვებსაიტზე.
მსგავსი პროგრამა, EB-5, უკვე არსებობს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც აშშ-ის ეკონომიკაში მინიმუმ 800 000 დოლარს დებენ. თუმცა, ს ადმინისტრაცია, რომელმაც არალეგალურ მიგრანტებთან ბრძოლა თავის ერთ-ერთ პრიორიტეტად აქცია, მიიჩნევს, რომ პროგრამა ზედმეტად გაყალბებულია და ის „ტრამპის ბარათით“ უნდა შეიცვალოს.