აშშ-ში ტორნადოს შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა

შეერთებული შტატების 6 შტატში შტორმსა და ტორნადოს სულ მცირე 33 ადამიანი ემსხვერპლა.
მედიის ინფორმაციით, 12 ადამიანი მისურის შტატში დაიღუპა, 8 – კანზასში, 3 – არკანზასის შტატში, 6 – მისისიპში, 3 – ტეხასში და ერთი – ოკლაჰომაში.
უამინდობის გამო 200 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
მისისიპის გუბერნატორმა, ტეიტ რივზმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი ინფორმაციით, 6 დაღუპულის გარდა, ამ დროისთვის, 3 ადამიანი დაკარგულად ითვლება, 29 კი – დაშავებულია.
ABC NEWS-ის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რვა შტატს 40-ზე მეტმა ტორნადომ დაარტყა და უამინდობის საფრთხე კვლავ მაღალია.