აშშ-ში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა

აშშ-ის ალაბამას შტატის ქალაქ ბირმინგემში მასობრივი სროლის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა.
ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ ცეცხლი რამდენიმე ადამიანმა ადამიანთა ჯგუფს გაუხსნა.
პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ორი მამაკაცის და ერთი ქალის ცხედარი იპოვა, ხოლო მეოთხე მსხვერპლი საავადმყოფოში ტყვიით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
სამართალდამცავებმა მომხდარის გამოძიება დაიწყეს. ამ დროისთვის, არც ერთი ეჭვმიტანილი არ არის დაკავებული.