აშშ-ში, ხელისუფლებამ სოციალურ ქსელში პოპულარული ციყვი და ენოტი, ცხოველთა უფლებების დამცველების საჩივრების გამო, ევთანაზიის მეშვეობით დააძინა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ნიუ-იორკის შტატის მცხოვრებმა, მარკ ლონგომ ობოლი ციყვი გადაარჩინა და გაზარდა. რვა თვის შემდეგ, მამაკაცმა ციყვი ველურ ბუნებაში გაუშვა, თუმცა ცხოველი ველურ ბუნებაში საცხოვრებლად ადაპტირებული არ იყო და პატრონს დაუბრუნდა.
ციყვი სახელად “არაქისი“ სოციალურ ქსელის ვარსკვლავი გახდა. მარკის ცხოველებს, ციყვ “არაქისს“ და ენოტ “ფრედს“ სოციალურ ქსელში 500 000 გამომწერი ჰყავდა.
მოგვიანებით, მარკმა, თავისი ცხოველების პოპულარობით ნაშოვნი ფულით, ცხოველთა თავშესაფარი გახსნა, სადაც 300-მდე ცხოველი ჰყავდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, თავშესაფარი ლიცენზიის გარეშე მუშაობდა, თუმცა, ლონგოს განმარტებით, უკვე დოკუმენტების მომზადების პროცესში იყო.
მარკის წამოწყება ცხოველთა უფლებების დამცველებმა დაგმეს, რომლებიც აღშფოთებულნი იყვნენ იმით, რომ მის სახლში გარეული ცხოველები ცხოვრობდნენ, თუმცა ეს კანონით აკრძალული იყო.
საჩივრის საფუძველზე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მარკის ცხოველები ევთანაზიის მეშვეობით დააძინეს. ევთანაზიის მოტივი, ცხოველებში ცოფის გავრცელების საშიშროება იყო. მარკ ლონგომ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მოკლული ცხოველების გამო ხელისუფლებას უჩივის.