აშშ-ში საქმე აღუძრეს პუტინის მხარდამჭერ ოლიგარქებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს ოლიგარქების წინააღმდეგ, რომლებიც ს პრეზიდენტ პუტინს ეხმარებიან უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში. მათ შორისაა ბანკ ВТБ-ს ხელმძღვანელი, -ის მიერ სანქცირებული ანდრეი კოსტინი.
შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა 22 თებერვალს განაცხადა, რომ განაგრძობენ აღკვეთას ფულის უკანონო ნაკადების, რომლებიც პუტინის ომს კვებავენ და პასუხისმგებლობის დაკისრებას რეჟიმის მხარდამჭერებისთვის.
ოლიგარქ ანდრეი კოსტინის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლით ფულის გათეთრების ბრალდებით საქმე ნიუ-იორკში აღიძრა. დაკავებულია კოსტინის ორი შუამავალი – ვადიმ ვოლფსონი, იგივე ვადიმ ბელიაევი და გენონ ბონდი.
ვადიმ ბელიაევი რუსული ბანკის, „Открытие“-ს ყოფილი თანამფლობელია. საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ გვარად ვოლფსონი გახდა. გამოძიების თანახმად, ბელიავი და აშშ-ის მოქალაქე გენონ ბონდი სანქცირებულ ანდრეი კოსტისნს ეხმარებოდნენ კოლორადოს შტატის საკურორტო ქალაქ ასპენში უძრავი ქონების მართვაში და გასაყიდად უმზადებდნენ 2010 წელს 13,5 მილიონ დოლარად შეძენილ სახლს.
სანქციების დარღვევით ბიზნესის წარმოების გამო ფლორიდაში ბრალდებულია რუსეთის მხარდამჭერი უკრაინელი ოლიგარქი სერგეი კურჩენკო.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?