-ში საქართველოს საელჩომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა ჩრდილოეთ ამერიკაში ქართული ეპარქიის ეპისკოპოსს საბა ინწკირველთან, ვაშინგტონის წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვართან, დეკანოზ პავლე ზაქარიასთან და ფილადელფიის წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართული კულტურის ცენტრისა და დიასპორის წარმომადგენლებთან.
“შეხვედრისას საუბარი შეეხო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცებისა და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას, ასევე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს. ამავდროულად აღინიშნა გარემოება, რომ 2026 წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელი შესრულდება.
ამავე კონტექსტში, ვაშინგტონში ქართული ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ინიციატივის მხარდასაჭერად, საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, განხორციელდა საელჩოს კონტრიბუცია. ელჩმა ეპარქიის მღვდელმსახურებსა და ცენტრის წარმომადგენლებს ასევე სიმბოლური საჩუქრები გადასცა”, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ტობიას კრემერი: რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ

იაგო კაჭკაჭიშვილი – პოლიციამ მომიტინგეებს მოსთხოვა, რომ მათ დატოვონ ტროტუარი, აბა რა ვქნათ, ცაში უნდა გავფრინდეთ? ვირტუალური პროტესტი უნდა მოეწყოს სამზარეულოებიდან? სრულად აბსურდთან მივედით