აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი იქნება

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი იქნება.
„ქართული ოცნების“ მთავრობამ თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა ელჩად დასანიშნად „ოცნების“ პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს წარუდგინა.
როგორც „ქართული ოცნების“ მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, თამარ ტალიაშვილი ელჩის თანამდებობას 10 ივლისიდან დაიკავებს.
საქართველოს -ში ელჩი მას შემდეგ აღარ ჰყავს, რაც 2024 წლის ნოემბრის ბოლოს ელჩის თანამდებობა დავით ზალკალიანმა დატოვა.
რაც შეეხება თამარ ტალიაშვილს, ის ამ დრომდე ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი ის „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო ჯერ თბილისის საკრებულოში, შემდეგ კი პარლამენტში.
თამარ ტალიაშვილს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და რუსული კანონის ერთ-ერთი მხარდამჭერი, ხატია წილოსანი ჩაანაცვლებს.
· სად მიდიან აშშ-ისა და UK-ის მიერ სანქცირებული ფიგურები
· ივანიშვილი ადასტურებს, რომ აშშ-ის ელჩს უარი უთხრა შეხვედრაზე
· ივანიშვილმა უარი თქვა ელჩთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა – აშშ-ის საელჩო