სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა შეერთებული შტატების ქალაქ ლუისვილის აეროპორტთან სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად.
ლოგისტიკური ავიაკომპანიის, UPS-ის სატრანსპორტო თვითმფრინავი MD-11, რომელიც კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილის აეროპორტიდან ჰონოლულუსკენ მიემართებოდა, 4 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 17:15 საათისთვის ჩამოვარდა აფრენიდან მალევე. ხმელეთზე ხანძარმა მოიცვა რამდენიმე შენობა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
კენტუკის შტატის გუბერნატორ ენდი ბეშირის ინფორმაციით, თვითმფრინავს არ გადაჰქონდა ტვირთი, რომელმაც შესაძლოა, დამატებით გამოიწვიოს ეკოლოგიური საფრთხე.
UPS-ის ძირითად კლიენტებს შორის არიან აშშ-ის საფოსტო სამსახური და კომპანიები Amazon-ი და Walmart-ი.
ფორუმი




