აშშ-ში სამედიცინო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა

კომპანია REACH Air Medical Services-ის სამედიცინო ვერტმფრენი კალიფორნიაში ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე ჩამოვარდა. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
ბორტზე ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა – პილოტი, მედდა და პარამედიკოსი. ყველა ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ვერტმფრენი მოულოდნელად დიდი სისწრაფით ჩამოვარდა. მომხდარის მიზეზები უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს