American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი და აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენი ერთმანეთს რეიგანის სახელობის ეროვნულ აეროპორტთან ახლოს შეეჯახა და მდინარე პოტომაკში ჩავარდა – არის მსხვერპლი.
ამ დროისთვის აეროპორტი დახურულია, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
ოფიციალური ინფორმაციით, სამგზავრო თვითმფრინავში სულ 64 ადამიანი იმყოფებოდა, 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი, ხოლო ვერტმფრენში, რომელიც სასწავლო ფრენას ასრულდება, – 3 ჯარისკაცი.
CNN სამართალდამცავ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დროისთვის გადარჩენილები ჯერ არ უპოვიათ.