აშშ-ში სამართალდამცველები მიგრანტების დაკავებას სკოლებსა და ეკლესიებშიც შეძლებენ – The Associated Press

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ს ადმინისტრაცია უარს ამბობს პოლიტიკაზე, რომელიც ზღუდავდა მიგრანტების დაკავებას სკოლებსა და ეკლესიებში, – ამის შესახებ „ასოშიეითიდ პრესი“ წერს.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების მიხედვით, სამართალდამცველები შეძლებენ მიგრანტების დაკავებას ისეთ ადგილებში, როგორებიცაა სკოლები და ეკლესიები.
„ეს ქმედება აძლიერებს სასაზღვრო დაცვისა და საიმიგრაციო სამსახურის მამაც ქალებსა და მამაკაცებს, რათა აღასრულონ ჩვენი საიმიგრაციო კანონები და დააკავონ კრიმინალები, მათ შორის მკვლელები და მოძალადეები, რომლებიც უკანონოდ შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში. კრიმინალები ვეღარ შეძლებენ დაკავების თავიდან ასაცილებლად ამერიკის სკოლებსა და ეკლესიებში დამალვას“, – აღნიშნულია -ის უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებაში.
1tv.ge