აშშ-ში რუსეთის სავიზო ცენტრი იხურება

ამერიკის შეერთებული შტატები ხურავს ს სავიზო ცენტრს და ართმევს რუს დიპლომატებს საგადასახადო შეღავათებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.
ანტონოვმა განმარტა, რომ დაიხურება სავიზო ცენტრის ორივე ფილიალი – ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში.
”ახლა რუს დიპლომატებსა და კონსულებს დამატებითი ტვირთი ეკისრებათ“, – დასძინა მან.
რუსეთის ელჩის თქმით, ამერიკის ადმინისტრაციას თავისი გადაწყვეტილება არანაირად არ განუმარტავს.
2021 წლიდან რუსეთის ხელისუფლება შეერთებულ შტატებს „არამეგობრულ ქვეყნად“ მიიჩნევს.
რამდენიმე დღის წინ, 18 ივნისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის საგარეო პოლიტიკური კონტაქტები ახლა “აბსოლუტურ მინიმუმამდეა” შემცირებული.
მინისტრთა დონეზე კონტაქტების მკვეთრი გაუარესება მოჰყვა ში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ევროპარლამენტის რეზოლუციას უნდა შევხედოთ, როგორც მკაფიო სიგნალს: ერთ მხარეს არის გზა ევროკავშირისკენ, მეორე მხარეს კი დარჩენა იზოლაციაში – ქართველ ხალხს გადაწყვეტილი აქვს, „ქართული ოცნება“ გაუშვას პენსიაზე