აშშ-ში რამდენიმე რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ საქმეები აღიძრა

უკრაინაში ს შეჭრის მეორე წლისთავამდე ცოტა ხნით ადრე, შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, – ამის შესახებ -ის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა.
„იუსტიციის უწყება ისე, როგორც არასდროს, მოწოდებულია შეაჩეროს ფულის უკანონო ნაკადი, რომელიც აძლიერებს პუტინის ომს და სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისროს მათ, ვინც აგრძელებს მის მხარდაჭერას“, – განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, ერიკ გარლანდიმ და ისაუბრა მთელ რიგ ღონისძიებებზე, რომლებიც მისმა უწყებამ კრემლისთვის მნიშვნელოვანი რუსი სამხედრო მოთამაშეების დევნისა და აქტივების ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად მიიღო.
მისი თქმით, საქმეები აღიძრა რამდენიმე ოლიგარქის წინააღმდეგ ნიუ-იორკში, ვაშინგტონში და აშშ-ის ფლორიდასა და ჯორჯიის შტატებში, მათ შორის, რუსეთის სიდიდით მეორე ბანკის VTB-ის ხელმძღვანელის, ანდრეი კოსტინის, წინააღმდეგ.
კოსტინს ფულის გათეთრებასა და სანქციების თავის არიდებაში ედება ბრალი. ის ფლობს ორ იახტს, რომელთა საერთო ღირებულება, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებით, 125 მილიონ ევროზე მეტია.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ოსტინი შემაკავებელი ზომების დარღვევასა და ფულის გათეთრებაში დაუსწრებლად დაადანაშაულა.
ამასთან, აშშ-ს ხელისუფლებამ რუსული ბანკის, „ოტკრიტიეს” ყოფილი თანამფლობელი ვადიმ ბელიაევი და მასთან ერთად აშშ-ის მოქალაქე, განონ ბონდი დააკავა. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბელიაევი და ბონდი მონაწილეობდნენ VTB-ის ხელმძღვანელის, ანდრეი კოსტინის წინააღმდეგ 2018 წელს დაწესებული სანქციების თავიდან აცილების სქემაში. კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, საქმე ეხება კოსტინის ძირადღირებულ სახლს კოლორადოს შტატის ქალაქ ასპენში.

ასევე დაგაინტერესებთ