-ში პროტესტი მოჰყვა საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლის მიერ ქალის მკვლელობას

ამერიკის მინესოტის შტატის ქალაქ მინეაპოლისში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომელმა მოკლა 37 წლის ქალი, შეერთებული შტატების მოქალაქე რენე ნიკოლ გუდი.
ამერიკული მედიის ცნობით, ინციდენტი 7 იანვარს მოხდა აქციის დროს, რომლის მონაწილეებიც აპროტესტებდნენ ამ სამსახურის ქმედებებს საიმიგრაციო კანონმდებლობის დასაცავად ტრამპის ადმინისტრაციის გამკაცრებული პოლიტიკის ფარგლებში.
რენე ნიკოლ გუდი, რომელსაც საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომელმა ესროლა, ავტომობილში იმყოფებოდა. -ის შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ, რომელსაც საიმიგრაციო სამსახური ექვემდებარება, განაცხადა, რომ თანამშრომელი თავდაცვის მიზნით მოქმედებდა, რადგან ქალმა სცადა ამ უწყების წარმომადგენლებს ავტომობილით დასჯახებოდა.
შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ეს ქმედება იყო „შიდა ტერორიზმის აქტი“.
შიდა უსაფრთხოების სამინისტროს ვერსია მწვავედ გააკრიტიკა მინეაპოლისის მერმა ჯეიკობ ფრეიმ და მოითხოვა, რომ საიმიგრაციო სამსახურის ოფიცრებმა ქალაქი დატოვონ.
მინესოტის შტატის დემოკრატმა გუბერნატორმა ტიმ უოლზმა განაცხადა, რომ ს ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკა შიშის ატმოსფეროს შექმნისკენაა მიმართული.
7 იანვარს მინეაპოლისში გაიმართა ხალხმრავალი საპროტესტო აქცია. დემონსტრანტები მოითხოვდნენ, რომ საიმიგრაციო სამსახურმა ქალაქი დატოვოს. საპროტესტო გამოსვლები იყო სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ნიუ-იორკში, ატლანტაში, ოსტინსა და დალასში.
აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ დონალდ ტრამპმა მკვეთრად გაამკაცრა საიმიგრაციო პოლიტიკა. 2025 წლის ივნისში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის რეიდებმა ლოს-ანჯელესში გამოიწვია მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც არეულობაში გადაიზარდა. ტრამპმა ქალაქში ჯერ ეროვნული გვარდია, შემდეგ კი საზღვაო ქვეითებიც გაგზავნა.
აშშ-ში არალეგალურად მყოფი მიგრანტების გაძევება და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება ს ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო.
თეთრ სახლში ტრამპის დაბრუნების შემდეგ დეპორტაციას დაექვემდებარა ათასობით მიგრანტი, მათ შორის ადამიანის ღირსების შემლახავი მეთოდებით.
ფორუმი