აშშ-ში პირველი 24-საათიანი საფონდო ბირჟა ამუშავდება

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) ნებართვა მისცა სტარტაპ 24 Exchange-ს (24X), რათა 24-საათიანი საფონდო ბირჟა ორ ეტაპად გაეშვა, წერს Financial Times.
, რომელსაც მხარს უჭერს ამერიკელი მილიარდერის სტივ კოენის Point72 Ventures, თავდაპირველად დაიწყებს ვაჭრობას ჩვეულებრივ საათებში, შემდეგ კი კვირიდან ხუთშაბათამდე დანერგავს ღამის ვაჭრობას, როგორც კი უფრო ფართო ბაზრის ინფრასტრუქტურა იქნება.
იმ დროს როცა სამთავრობო ობლიგაციებსა და მსოფლიოს ძირითად ვალუტებში ვაჭრობა თითქმის განუწყვეტლივ მიმდინარეობს სამუშაო დღეებში, საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის საათები შეზღუდულია, ნაწილობრივ ინვესტორების დასაცავად შექმნილი წესებისა და ვაჭრობის განსახორციელებლად საჭირო დროის გამო. თუმცა ბოლო წლებში, 24-საათიანმა ვაჭრობამ მიიღო იმპულსი საცალო ინვესტორების რაოდენობის ზრდის გამო, რომლებსაც სურთ აქციებით ვაჭრობა სამუშაო საათების მიღმა, როგორც ამას აკეთებენ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით, ნათქვამია სტატიაში.