-ში, პენსილვანიის შტატში, ფოლადის მწარმოებელი კომპანიის ქარხანაში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

აშშ-ის პენსილვანიის შტატში, ფოლადის მწარმოებელ კომპანია U.S. Steel-ის ქარხანაში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, აფეთქება ქალაქ პიტსბურგის მახლობლად მდებარე U.S. Steel-ის ქარხანაში მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა, ხოლო ორი ადამიანი დაკარგულად ითვლება.
ტელეკომპანია CBS-ის ინფორმაციით, ექიმებმა საავადმყოფოებში, სულ მცირე, შვიდი ადამიანი გადაიყვანეს.
ამასთან, ტელეკომპანია აცხადებს, რომ მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გამოყვანას ცდილობენ.
აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ბესელია: ჩვენ ვართ უკიდურესად თავდაყირა დაყენებულ მართლმსაჯულების სისტემაში, სახელმწიფოში, სადაც უწყება, რომელიც უნდა ადგენდეს სამართალს, ვხედავთ, რომ კვალი პირიქით, ამ გარკვეულ პირებთან მიდის

ელისო კილაძე: ჩემს მიერ მხილებულია სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მის ელექტრონულ სარჩელზე 241 ბიტკოინის ფლობით. ამ კვირაში ვაპირებ გლდანის ციხის დირექტორის და სუს-ის თანამშრომლის სოსო წაქაძის თვითმკვლელობის დეტალებზე საუბარს