ისრაელსა და ჰამასს (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება) შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები დოჰაში, ღაზაში ზავის შეთანხმებისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ განახლდება, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, თეთრ სახლში ვიზიტამდე, კვირას 6 ივლისს.
ნეთანიაჰუმ ადრე გამოაცხადა, რომ კონფლიქტის მთავარ შუამავალ ქვეყანაში, კატარში, გუნდს აგზავნის, თუმცა მისი თქმით, ჰამასის პასუხი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პროექტზე, რომელსაც აშშ-იც უჭერს მხარს, „მიუღებელ“ მოთხოვნებს შეიცავდა.
ნეთანიაჰუ 7 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს, რომელიც ღაზაში საბრძოლო მოქმედებების დასრულებისკენ ისწრაფვის.
მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებული და ჰამასთან დაახლოებული პალესტინელი მოხელის თქმით, საერთაშორისო შუამავლებმა ჯგუფს აცნობეს, რომ „დღეს დოჰაში არაპირდაპირი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყება“.
მოლაპარაკებები შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის პირობებს – მათ შორის მძევლებისა და პატიმრების გათავისუფლებას ეხება, ხოლო ჰამასი ასევე შეეცდება ღაზაში რაფას გადასასვლელის ხელახლა გახსნას დაჭრილების ევაკუაციისთვის, განუცხადა ოფიციალურმა პირმა AFP-ს.
განხილვებთან დაახლოებულმა ორმა პალესტინელმა წყარომ AFP-ს განუცხადა, რომ წინადადება მოიცავდა 60-დღიან ზავს, რომლის დროსაც ჰამასი ისრაელის მიერ დაკავებული პალესტინელების გამოშვების სანაცვლოდ 10 ცოცხალ მძევალს და რამდენიმე ცხედარს გადასცემდა ისრაელს.
ღაზიდან გავრცელებული ინფორმაციით,რომელიც ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ეყრდნობა, 6 ივლისს ისრაელის ძალებმა 14 ადამიანი მოკლეს. სააგენტოს ცნობით, ღაზის სექტორის შეიხ რადაუნზე გამთენიისას განხორციელებული დარტყმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.
ღაზაში მედიის მიმართ დაწესებული შეზღუდვების გამო AFP-ს არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაამოწმოს სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს მიერ მოწოდებული მსხვერპლი და დეტალები.
2023 წლის ოქტომბრის თავდასხმის დროს პალესტინელი მებრძოლების მიერ გატაცებული 251 მძევლიდან 49 კვლავ ღაზაში იმყოფება. მათ შორის 27, ისრაელის სამხედროების თანახმად, გარდაცვლილია.
ომმა ღაზას სექტორში ორ მილიონზე მეტი ადამიანისთვის მძიმე ჰუმანიტარული პირობები შექმნა.
ისრაელის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, AFP-ის დათვლის თანახმად, 2023 წლის ოქტომბერში ჰამასის თავდასხმას 1219 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეების.
ჰამასის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის საპასუხო კამპანიამ ღაზაში სულ მცირე 57418 ადამიანი იმსხვერპლა, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ამ მონაცემებს სანდოდ მიიჩნევს.

ფორუმი