-ში, მინიაპოლისის კათოლიკურ სკოლაში სროლას ორი ბავშვი ემსხვერპლა, დაიღუპა თავდამსხმელიც

აშშ-ში, მინიაპოლისის კათოლიკურ სკოლაში სროლა იყო. CNN-ის ინფორმაციით, მინეაპოლისის კათოლიკურ სკოლაში სროლის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა, 17 ადამიანი დაშავდა.
მინეაპოლისის პოლიციის ხელმძღვანელის, ბრაიან ო'ჰარას ინფორმაციით, სროლის შედეგად ორი ბავშვი გარდაიცვალა – 8 წლის და 10 წლის, 17 კი დაშავდა. დაშავებულებიდან 14 ბავშვია, რომელთაგან 2 კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ო'ჰარას თქმით, თავდამსხმელი სკოლაში მყოფ ხალხს ფანჯრებიდან ესროდა და ის “შეიარაღებული იყო შაშხანით, თოფითა და პისტოლეტით”. ოფიციალური ინფორმაციით, მსროლელი დაიღუპა.
მინეაპოლისის კათოლიკურ სკოლაში სროლა სწავლის პირველ კვირას მოხდა, როდესაც სტუდენტები და სხვები წირვას ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა