-ში მილიონზე მეტი დოკუმენტი აღმოაჩინეს, რომელიც, შესაძლოა ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან იყოს დაკავშირებული

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, აღმოჩენილია მილიონზე მეტი დოკუმენტი, რომლებიც, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან, რის გამოც დოკუმენტების სრული გამოქვეყნება კვირებით გადაიდო, – ამის შესახებ იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა.
უწყებამ განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და ნიუ-იორკში -ის პროკურატურამ აღმოაჩინეს მილიონზე მეტი დამატებითი დოკუმენტი, რომლებიც, შესაძლოა, ეპშტეინთან იყოს დაკავშირებული.
„ადვოკატები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რათა განიხილონ და შეიტანონ კანონით გათვალისწინებული რედაქტირება მსხვერპლთა დასაცავად და დოკუმენტებს რაც შეიძლება მალე გამოვაქვეყნებთ“, – განაცხადა იუსტიციის დეპარტამენტმა და დასძინა, რომ „მასალის დიდი მოცულობის გამო, ამ პროცესს შეიძლება კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდეს“.
ცნობისთვის, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვნის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა. ეპშტეინმა ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეპშტეინის საქმის სისხლის სამართლის გამოძიებებთან დაკავშირებული ფაილების გამოქვეყნება, კონგრესის მიერ გასულ თვეში მიღებული კანონის შესაბამისად დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)