აშშ-ში მზადდება კანონპროექტი, რომელიც შეამცირებს გადასახადებს მომსახურების სფეროში დასაქმებულებისთვის

6 დღიანი მმართველობის თავზე, ამერიკის 47-ე პრეზიდენტი დაპირებების სისრულეში მოყვანას იწყებს. ისევ გრენლანდიის შტატებისთვის გადაცემაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ახლად არჩეული პრეზიდენტისთვის უპირატესია ამერიკელი ხალხის ინტერესების დაცვა და ამერიკული ოჯახების კეთილდღეობაზე ზრუნვა.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეიმუშავებს ახალ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის გადასახადები შემცირდება.
“უახლოეს დღეებში ვიმუშავებ კონგრესთან, რათა მაგიდაზე დავდო კანონპროექტი, რომელიც შეამცირებს გადასახადებს მომსახურების სფეროში დასაქმებულებისთვის, ოჯახებისთვის, მცირე ბიზნესისთვის და, რაც მთავარია, შეასრულებს ჩემს დაპირებას. ასე რომ, თუ ხართ რესტორნის თანამშრომელი, ოფიციანტი, სასტუმროს დიასახლისი, ბელჰოპი ან ბარმენი, რომლის შემოსავლის მთავარი წყაროც ეგრეთწოდებული თიფსია, თქვენთვის მოცემული თანხის 100% იქნება თქვენი, რა უნდა იყოს ამაზე კარგი?” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.