აშშ-ში მექსიკის საზღვართან ვერტმფრენი ჩამოვარდა, 3 ადამიანი დაიღუპა, 1 მძიმედ დაშავდა

აშშ-ში, ტეხასის შტატში, მექსიკის საზღვართან ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ეროვნული გვარდიის ორი წევრი და სასაზღვრო პოლიციის ერთი აგენტი. ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
მოსამართლე ელოი ვერამ თქვა, რომ ვერტმფრენზე სამი მამაკაცი და ერთი ქალი იმყოფებოდა. ვერტმფრენი მექსიკიდან -ში საზღვრის არალეგალურად გადამკვეთებს მეთვალყურეობდა, როცა ღია ველზე ჩამოვარდა.
ჩრდილოეთის გაერთიანებული ძალების (JTF North) სპიკერის, მაიორ რაიან ვიეჟბიცკის თქმით, UH-72 Lakota მოდელის ვერტმფრენი რიო გრანდესთან საზღვრის დასაცავად ოპერაციას ატარებდა. მანვე დაამატა, რომ ჩამოვარდნის დროს ადგილზე მყოფთაგან არავინ დაშავებულა.
ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

ასევე დაგაინტერესებთ