-ში, მექსიკის საზღვართან დააკავეს რუსული გასამხედროებული ჯგუფის, “ვაგნერის” ყოფილი წევრი

აშშ-ის სასაზღვრო სამსახურმა მექსიკის მხრიდან საზღვრის უკანონო გადალახვის მცდელობისას დააკავა ს გასამხედროებული ჯგუფის, “ვაგნერის” ყოფილი წევრი, ტიმურ პრალიევი. -ის მედიის ცნობით, ინციდენტი მოხდა გასული წლის დეკემბრის შუა პერიოდში.
დაკავების შემდეგ პრალიევმა განაცხადა, რომ ყაზახეთის მოქალაქეა, თუმცა ყაზახეთის პასპორტთან ერთად მას თან ჰქონდა ს პასპორტიც. მესაზღვრეებმა დაკავებულს აღმოუჩინეს ოთხი ათასი დოლარი და 60 ათასი მექსიკური პესო.
დაკითხვისას პრალიევმა აღიარა, რომ იბრძოდა ჯგუფ “ვაგნერის” შემადგენლობაში. აშშ ამ გასამხედროებულ ჯგუფს მიიჩნევს კავშირის მქონედ ომის დანაშაულებთან, სიკვდილის დასჯის შემთხვევებთან და ძალადობის სხვა აქტებთან, რომლებიც ჩადენილია აფრიკის ქვეყნებში და უკრაინის ტერიტორიაზე.
პრალიევს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს. მან დანაშაული აღიარა.
მოსამართლემ პრალიევს სასჯელად მიუსჯა დრო, რომელიც მან უკვე გაატარა გუშაგთა მეთვალყურეობის პირობებში, თუმცა დაკავებული ფედერალურ ციხეში რჩება, სანამ ხელისუფლება მის სამომავლო ბედს გადაწყვეტს.
მიზეზები, თუ რატომ ცდილობდა პრალიევი აშშ-ში შესვლას, ასევე მისი განზრახვები გაურკვეველი რჩება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება კომფორტულადაა პუბლიკაში, რაც თურქმენეთში იყო, დემოკრატ ლიდერებთან კი არაკომფორტულად – თუ მიგაჩნია, რომ ევროპაში ადამიანის უფლებები ირღვევა და მიდიხარ თურქმენეთში, ეს ფსიქიკის პრობლემაა

სალომე ზურაბიშვილი აქციაზე – უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს – რაც შეეხება გეგმას, არავის არასდროს აქვს გეგმა, რომელიც ავტორიტარიზმს და რუსეთს დაამარცხებს, გეგმა არის არ შეგუება, გეგმა აგერ არის: ეს ხალხი!