აშშ-ის მმართველი რესპუბლიკური პარტიის მაღალი რანგის წარმომადგენლები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან უკრაინელი კოლეგის მიმართ კრიტიკის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
ბოლო დღეებში ტრამპმა ზელენსკის მისამართით კრიტიკა გაამძაფრა – მას უწოდა „დიქტატორი არჩევნების გარეშე“ და თქვა, რომ რუსეთის შეჭრისთვის პასუხისმგებლობა უკრაინას ეკისრება.
ტრამპის კომენტარებმა შეშფოთება გამოიწვია, როგორც რესპუბლიკურ პარტიას უწოდებენ ხოლმე, „დიდი ძველი პარტიის“ (GOP) ქორებს შორის. ისინი შიშობენ, რომ კიევისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის შეწყვეტის სიგნალი პუტინს გააძლიერებს.
ტრამპის მცდელობას, ზელენსკის უარყოფითად წარმომადგინოს, არ ეთანხმებიან სენატორები – რესპუბლიკელები, რომლებიც უკრაინას კვლავაც რუსეთის მსხვერპლად მიიჩნევენ.
19 თებერვალს მნიშვნელოვანმა რესპუბლიკელმა სენატორებმა გადაჭრით დაუჭირეს მხარი უკრაინას და გაფრთხილება გამოთქვეს, რომ რუსეთის აგრესიის არ უნდა იქნეს დაკნინებული.
ლუიზიანის შტატიდან სენატორმა ჯონ კენედიმ არ დამალა საფრთხე, რომელიც მოდის პუტინისგან და მას უწოდა „განგსტერი შავი გულით… რომლის ფონზე ჯეფრი დამერი (ცნობილი სერიული მკვლელი) ისე ჩანს, როგორც დედა ტერეზა“.
„სწორედ ვლადიმირ პუტინმა დაიწყო ომი“ – თქვა კენედიმ. „მე ასევე მწარე გამოცდილებით მჯერა, რომ ვლადიმირ პუტინი განგსტერია, …მას სისხლის მიმართ სტალინის გემოვნება აქვს“.
სენატორმა როჯენ უიკერმა, (რესპუბლიკელი მისისიპის შტატიდან) მხარი დაუჭირა კენედის და თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გარშემო მოლაპარაკება უკრაინელების მონაწილეობის უნდა მოხდეს და გათვალისწინებული იქნეს ევროპის ინტერესები. უიკერი თვლის, რომ „პუტინი ომის დამნაშავეა და საპატიმროში უნდა იყოს სიცოცხლის ბოლომდე, თუ არა სიკვდილით დასჯილი“.
ჩრდილოეთ კაროლინელი სენატორი, ტომ ტილისი, ასევე რესპუბლიკელი, არ ეთანხმება, როგორც ტრამპმა უწოდა ზელენსკის, რომ ის „დიქტატორია“, თუმცა პირდაპირ ტრამპის კრიტიკას თავი აარიდა. „ეს არაა ის სიტყვა, რომელსაც გამოვიყენებდი“, თქვა მან და დასძინა: „არანაირი მორალური ეკვივალენტურობა არ არსებობს ვლადიმირ პუტინსა და პრეზიდენტს ზელენსკის შორის.“ “ცხადია, რომ ამ ომისთვის პასუხისმგებლობა ვლადიმირ პუტინს ეკისრება” – თქვა ტილისმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ვაშინგტონში 19 თებერვალს. „მის გადაწყვეტილებებს მოჰყვა მკვლელობები, გაუპატიურებები, წამება და აურაცხელი რაოდენობის უკრაინელის გატაცება. ამ ომისთვის პასუხისმგებლობა მას ეკისრება,“ – თვლის სენატორი ტილისი.
სენატში უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნმაც (რესპუბლიკელი დაკოტიდან) არ გააკრიტიკა ტრამპი მისი გამოთქმების გამო. “ვფიქრობ, ვემხრობი უკრაინისთვის მშვიდობიან დასასრულს და შედეგს…ვფიქრობ, რომ ახლა ადმინისტრაცია, პრეზიდენტი და მისი გუნდი ამაზე მუშაობს.”
ვოლოდიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო მანდატს ვადა გაუვიდა 2024 წლის მაისში, მაგრამ 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ გამოცხადებული საომარი მდგომარეობის გამო არჩევნების ჩატარება შეუძლებლად ითვლება.
