–ში მადუროს “სეიფი სახლის” ასლი ააშენეს და თვეობით ვარჯიშობდნენ” – როგორ იგეგმებოდა ვენესუელის სპეცოპერაცია

Der Spiegel-ისა და The Insider-ის გამომძიებელი ჟურნალისტი, ანალიტიკოსი, ხრისტო გროზევი „Дождь“–თან საუბრობს –ის სპეცოპერაციაზე ვენესუელაში და ამბობს:
ეს წარმოუდგენლად წარმატებული ოპერაციაა. თუმცა, აშკარა მიზეზების გამო, ეს მომავალში სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ძალიან აგრესიული ქმედებების განხორციელებას ლეგიტიმაციას მისცემს. კრემლთან დაახლოებული ადამიანების გუნდისგან უკვე მოვისმინე არგუმენტები, რომ „ამერიკას აღარ შეუძლია ს კრიტიკა იმის გამო, რაც ში დაიწყო“.
მეორე მხრივ, არსებობს ნიუანსირებული შედეგები. მაგალითად, მე ველოდები, რომ პუტინის რეიტინგი, თუ ასე შეიძლება ვუწოდოთ, სამხედროებსა და სამხედრო ბლოგერებს შორის კიდევ უფრო შემცირდება. ისინი უკვე ამბობენ: „ასე ტარდება ოპერაციები – როგორც ტრამპმა კარაკასში, არა ისე, როგორც ჩვენ, ში 2022 წელს“. როდესაც ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო, სადაზვერვო მონაცემებით, მას ეგონა, რომ ეს მარტივი და სწრაფი იქნებოდა, რომ უკრაინა სერიოზულ წინააღმდეგობას არ გაუწევდა და ადგილობრივი მოსახლეობა მაინც კმაყოფილი იქნებოდა რუსი სამხედროების მოსვლით. ეს აბსოლუტური დეზინფორმაცია აღმოჩნდა. აშშ–ის ეს ოპერაცია იყო ამერიკულ არმიაზე – Delta Force-ზე, ყველაზე ელიტარულ დანაყოფზე, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს და სხვა სტრუქტურების მონაწილეობით. ისინი არ იყვნენ დამოკიდებული „მწვანე კაცზე“, ბუნტის სიმულაციაზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ამისთვის მათ სჭირდებოდათ ადამიანი, რომელსაც ვენესუელაში მაინც მოღალატეს უწოდებდნენ – ადამიანი, რომელიც მადუროსთან დაახლოებული იქნებოდა და შეეძლო ინფორმაციის მიწოდება მისი გადაადგილების შესახებ, იმის შესახებ, როგორ გამოიყურება ოთახი, სადაც სძინავს. ამის ცოდნა მხოლოდ ელექტრონული დაზვერვით შეუძლებელია. ასეთი წყარო არსებობდა. ის აღარ არის კარაკასში. მადუროსთან ერთად, რა თქმა უნდა, ამერიკაში გადაასახლეს. მის გარეშე არ შეიძლება. მზადება მრავალი თვე გაგრძელდა, წარმატებული ვერსიისთვის, მზადება მოიცავდა მოიცავდა ელექტრონულ დაზვერვასაც. მათ შორის იყო არა მხოლოდ NSA, არამედ შეერთებული შტატების კოსმოსური დაზვერვაც.
შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე, ამერიკაში გაკეთდა მადუროს სახლის მაღალკვალიფიციური ასლი, ისინი ამ ასლში სახლში მრავალი თვის განმავლობაში ვარჯიშობდნენ. ყველაზე რთული იყო შეღწევა ოთახში, რომელიც ერთგვარი სეიფია, სადაც კარი ავტომატურად იხურება შესვლისთანავე. სცადეს სხვადასხვა მეთოდი, მათ შორის ცეცხლიც. საბოლოოდ, როგორც მე ვიცი, 4–5 წინასწარი დაზვერვა ჩატარდა, ყველა მათგანი წარმატებული, სწორედ ამ სახლის ასლზე. ამიტომ ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ბუნკერშიც კი რომ შეაღწიონ, არაფერი ეშველათ. მაგრამ ამ სიტუაციაში მათ იქამდე მისვლა ნამდვილად ვერც კი მოახერხეს. სამხედრო თვალსაზრისით, პირველი დონე არის დრონი, რომელიც ძალიან მაღალ სიმაღლეზე დაფრინავს, საჰაერო თავდაცვისთვის მიუწვდომელი და ძნელად შესამჩნევიც კი. ის არ გამოიყენებოდა საჰაერო თავდაცვის გასანეიტრალებლად, არამედ დაზვერვისთვის. შემდეგ F-25 გამანადგურებელ-ბომბდამშენებმა გაანეიტრალეს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც, სხვათა შორის, ძალიან ცუდად იყო მომზადებული, ნაწილი, როგორც ჩანს არ ფუნქციონირებდა, ნაწილი – ცუდად, ხოლო S-400 სისტემები, რომლებსაც შესაძლოა ოპერაციაში ხელი შეეშალა, საერთოდ არ განლაგდნენ, რადგან ვენესუელა გეგმავდა მათ განლაგებას სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემთხვევაში. ასე რომ, ყველაფერი ძალიან კარგად იყო მომზადებული, ძალიან პროფესიონალურად. და რაც მთავარია, გარდაუვლად არსებობს პარალელები იმასთან, თუ რამდენად ცუდად იყო მომზადებული რუსული შეჭრა უკრაინაში 2022 წელს. კიდევ ერთ გამოცემასთან, ხრისტო გროზევი ამბობს, რომ 2 მილიარდი ღირებულების თავდაცვის სისტემა, რომელიც ვენესუელას სგან ჰქონდა შეძენილი, პრაქტიკულად 15 წუთში გაანადგურა ამერიკამ, დაბრკოლების გარეშე და ასეთ კრახს, ათწლეულებიც ვერ გადაფარავს რუსეთი. ასევე ის ამბობს, რომ იმ ქვეყნებმაც, ვისაც რუსული ზეძალის და მათი თავდაცვის სისტემების სჯეროდა, 2026 წლის დასაწყისშივე დაინახეს რას წარმოადგენს და რა ფასი აქვს მას რეალურად. იგი ამბობს, რომ ზეტექნოლოგიური ამერიკული იარაღების პირისპირ რუსული თავდაცვის სისტემები უბრალოდ გაშეშდნენ. იგი ამბობს იმასაც, რომ რუსეთისთვის ვენესუელა იყო ის საშუალება, რომლითაც ამერიკის საზღვართან დესტაბილიზაციის შანსი რჩებოდა – ახლა კი მას ეს წაერთვა. გამოჩნდა, რომ რუსული თავდაცვა, ასეთ მნიშვნელოვან ობიექტებზეც კი, ვერ უმკლავდება თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებს, ეს კი არა მხოლოდ სამხედრო, პიარული კატასტროფაცაა კრემლისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე ვატო სურგულაძეს – ვერაფრით დაგეთანხმები, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, აბსურდია! – ის კი ფაქტია, რომ ბავშვები საახალწლოდ საზეიმოდ ნაძვის ხესთან არ მიუშვით

ვატო სურგულაძე – იქნებ ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ?! – მახსოვს „ნაცებზეც“ იძახდით და მეც იმავეს ვამბობდი, ასფალტი ვჭამოთ?! – ყველა თქვენი პრემიერი კორუმპირებული ან სამშობლოს გამყიდველია, მოდი, ვისაუბროთ, ქალაქს და ქვეყანას რა უჭირს

გიორგი შარაშიძე – არსებობს ეჭვი, რომ ქიმიური ნივთიერების გამოყენების საკითხზე კანონდარღვევა მოხდა და ამიტომ, „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ 5 დღეში გამოძიებული საქმე შერაცხოს ჭეშმარიტებად – რაც მეტია „ოცნების” ისტერიკა, მეტად ჩნდება კითხვები