აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა კომპანიებს ნებართვა მისცა, 13 დეკემბრამდე აწარმოონ მოლაპარაკებები „ლუკოილთან“ მისი უცხოური აქტივების შესყიდვის შესახებ.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი როზენ ჟელიაზკოვი მიესალმა აშშ-ის გადაწყვეტილებას.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, უზრუნველვყოთ ნედლი ნავთობის დროული მიწოდება და ქარხნის ნორმალური ფუნქციონირება“, – განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ჟეჩო სტანკოვმა აღნიშნა, რომ სანქციების დაწესებისთანავე დაიწყო ინტენსიური მოლაპარაკებები, როგორც დიდ ბრიტანეთთან, ისე აშშ-სთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად მიეღოთ ნებართვები.
ცნობისთვის, აშშ-მა გასულ თვეს სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას – „ლუკოილსა“ და „როსნეფტს“. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნიშნული, ახალი სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე ზეწოლის გაზრდას.
1tv.ge




