აშშ-ში ინფლაცია 3.4%-მდე დაჩქარდა

აშშ-ში სამომხმარებლო ფასები დეკემბერში 0.3%-ით გაიზარდა და წლიურმა მაჩვენებელმა 3.4%-ს მიაღწია.
-ის სამომხმარებლო ფასების ინდექსმა (CPI), ბოლო 12 თვის განმავლობაში, შესამჩნევი ზრდა დააფიქსირა და 3.4%-ს მიაღწია დეკემბერში. ეს მაჩვენებელი აღემატება ნოემბრის მაქსიმალურ მაჩვენებელს – 3.1%-ს და პროგნოზირებულ 3.2%-ს, რაც ინფლაციის მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს.
შედარებისთვის, CPI-ის წლიურმა ზრდამ 2022 წლის დეკემბერში დაახლოებით 6.4% შეადგინა, ხოლო დეკემბრის ინფლაციამ 2022 წელს 0.1%.
CNBC იტყობინება, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი დეკემბერში 0,3%-ით გაიზარდა.
სურსათისა და ენერგიის ფასების ცვლილების გამოკლებით, ე.წ. ძირითადი CPI ასევე გაიზარდა 0.3%-ით თვეში და 3.9%-ით წინა წელთან შედარებით. ეს მაჩვენებლები ყველაზე დაბალი იყო 2021 წლის მაისის შემდეგ.
დეკემბერში სურსათზე ფასები, ნოემბრის ანალოგიურად, 0,2%-ით გაიზარდა. კვერცხის ფასი თვეში 8.9%-ით გაიზარდა, მაგრამ წლის განმავლობაში მაინც 23.8%-ით შემცირდა. ნოემბერში 2,3%-იანი ვარდნის შემდეგ ენერგია 0,4%-ით გაიზარდა, ბენზინი 0,2%-ით, ხოლო ბუნებრივი აირი 0,4%-ით დაეცა. ერთი თვის განმავლობაში ავიაბილეთების ღირებულება 1%-ით გაიზარდა.
სხვა ძირითადი ფასების ინდექსებს შორის, ავტომობილების დაზღვევა 1,5%-ით გაიზარდა, ჯანდაცვა 0,6%-ით და მეორადი მანქანების ფასები, კიდევ 0,5%-ით, ნოემბერში 1,6%-იანი ზრდის შემდეგ.
ინფლაციის მიხედვით კორექტირებული ხელფასები წინა თვესთან შედარებით 0.2%-ით გაიზარდა, ხოლო გასულ წელთან შედარებით – 0.8%-ით.
მიუხედავად მოსალოდნელზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლებისა, ფიუჩერსებით მოვაჭრეები აგრძელებენ მოლოდინს, რომ Fed-ი საპროცენტო განაკვეთების შემცირებას მარტში დაიწყებს.