აშშ-ში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

აშშ-ში, FedEx-ის სატვირთო თვითმფრინავის ძრავას აფრენისას ცეცხლი გაუჩნდა. მედია, ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, წერს, რომ მიზეზი ფრინველების გუნდია, რომელიც ძრავაში შეფრინდა.
ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც ინდიანას შტატში მიფრინავდა, უსაფრთხოდ დაბრუნდა ნიუ ჯერსის აეროპორტში. ეკიპაჟის არცერთი წევრი არ დაზიანებულა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური: წინა ხელისუფლებისთვის ომის დაწყების დაბრალება ძალიან დიდი ტვირთია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. სააკაშვილს კი არა, საკუთარ ქვეყანას აბრალებენ ომის დაწყებას (ვიდეო)