-ში ზამთრის შტორმს 4 ადამიანი ემსხვერპლა

შეერთებულ შტატებში ზამთრის შტორმს სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, სტიქიის შედეგად 300 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამასთან, ორშაბათ საღამოს მდგომარეობით, -ში და მის გარეთ 2 200-ზე მეტი ფრენა გაუქმდა.
დიდთოვლობისა და ყინულის გამო რამდენიმე შტატში შაბათ-კვირას ძირითადი მაგისტრალები დაიხურა, მათ შორის მისურიში, სადაც გზებზე 1 700-მდე მძღოლი იყო ჩაკეტილი. ასობით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ვირჯინიაში, ინდიანაში, კანზასსა და კენტუკში. 100-ზე მეტი ავარია დაფიქსირდა მერილენდში.
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა აშშ-ის შვიდ შტატში: მერილენდში, ვირჯინიაში, დასავლეთ ვირჯინიაი, კანზასში, მისურიი, კენტუკსა და არკანზასში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო