-ში ზამთრის შტორმის გამო სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში ზამთრის შტორმისგან გამოწვეული ძლიერი ყინვის გამო სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ადამიანები დაიღუპნენ კანზასში, ნიუ-იორკში, ტეხასში, ლუიზიანაში, მიჩიგანსა და ტენესში.

ყინულისგან გამოწვეული დაზიანების გამო, 800 000-ზე მეტი ადამიანი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. გაუქმდა 17 000-ზე მეტი ავიარეისი. ვირჯინიასა და კენტაკის შტატებში ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გზებზე ავარიის ასობით შემთხვევა დაფიქსირდა.

შტატების თითქმის ნახევარმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სკოლებმა დღეს დაგეგმილი საგაკვეთილო პროცესი გააუქმეს, ან დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირს ბევრი რამ შეუძლია გააკეთოს და ეს კარგად გამოჩნდა ყულევის პორტთან დაკავშირებით – ერთი თითი დაუქნიეს ბრიუსელიდან და დაეცნენ რიგში, მიხვდნენ, რომ ძალიან მძიმედაა საქმე