-ში ვერტმფრენი ჩამოვარდა – ყველა მგზავრი დაიღუპა

შაბათს, დღის მეორე ნახევარში, -ში, მინესოტაში, მინეაპოლის–სენტ-პოლის გარეუბანში, ეირლეიკის აეროპორტის დასავლეთით Robinson R66 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ლეიკვილის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ნამსხვები სამართალდამცველებმა ადგილობრივი დროით 14:45 საათზე აღმოაჩინეს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, კატასტროფას ვერავინ გადაურჩა. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე.
Robinson R66 ტურბოძრავი, ხუთადგილიანი ვერტმფრენია – ერთი პილოტი და ოთხი მგზავრი. ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს (NTSB) ცნობით, ვერტმფრენი გაურკვეველ გარემოებებში ჩამოვარდა და შემთხვევას ხანძარი მოჰყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

კახა კალაძე – მიღწეული შედეგები ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა – ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის