აშშ-ში ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი კი შემცირდა – რას ვყიდით და ვყიდულობთ?

2024 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველო--ის ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ $480 მილიონი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით, ანუ 118 მილიონი დოლარით ნაკლებია.
ქვეყნებს შორის ვაჭრობაში ძირითადი წილი იმპორტს უკავია, რომელიც ოთხ თვეში 23.2%-ით 445 მილიონ 468 ათას დოლარამდე შემცირდა და ამერიკამ უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების ათეულში 9.3%-ით მესამე ადგილი დაიკავა.
საქსტატის ანგარიშის მიხედვით, კლების მთავარი მიზეზი ავტომობილების იმპორტის შემცირებაა. წელს საქართველო-აშშ-ის ორმხრივ სავაჭრო ბრუნვაში მსუბუქ ავტომობილებზე 85% მოდის.
საქართველოს საიმპორტო საქონელი აშშ-დან 2024 წლის იანვარ-აპრილში:
· მსუბუქი ავტომობილები – 407 მილიონი დოლარი;
· დანარჩენი საქონელი – 5.9 მილიონი დოლარი;
· თხილი და სხვა კაკალი – 4 მილიონი დოლარი;
· კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი – 2.2 მილიონი დოლარი;
· მოტოციკლები და ველოსიპედები, ეტლით ან მის გარეშე; ეტლები – 1.9 მილიონი დოლარი.
რაც შეეხება აშშ-ში საქართველოს ექსპორტს, ის წელს 87%-ით გაიზარდა და 34.2 მილიონი დოლარი შეადგინა. აშშ-ში ექსპორტის მატება დაკავშირებულია ფეროშენადნობების ექსპორტთან, რომლის ექსპორტიც წინა წელთან შედარებით 116%-ით გაიზარდა და 19.6 მილიონი დოლარი შეადგინა.
რა საქონელი გაიტანა საქართველომ აშშ-ში 2024 წლის იანვარ-აპრილში:
· ფეროშენადნობები – 19.6 მილიონი დოლარი;
· მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან – 2.2 მილიონი დოლარი;
· ყურძნის ნატურალური ღვინოები – 2.1 მილიონი დოლარი;
· ხილისა და ბოსტნეულის წვენები – 2 მილიონი დოლარი;
· წყალბადი, ინერტული აირები და სხვა არალითონები – 1.8 მილიონი დოლარი.