აშშ-ში დანაშაულისთვის დაკავებულ „უარესთა შორის უარეს“ უცხოელებს შორის ქართველებიც არიან

ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ გამოაქვეყნა ქვეყანაში სხვადასხვა დანაშაულისთვის დაკავებული უცხოელების, „უარესთა შორის უარესების“ განახლებული სია. მათ შორისაა მარიხუანის გაყიდვისა და ნარკოტიკების ფლობისთვის მსჯავრდებული საქართველოს ორი მოქალაქეც.
განახლებულ ელექტრონულ ბაზაში შეიყვანეს საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის მიერ სხვადასხვა დანაშაულისთვის ბოლო 11 თვეში დაკავებული უცხოელები. მათ შორის არიან მსოფლიოს 165 ქვეყნის, ძირითადად ლათინური ამერიკის ქვეყნების მოქალაქეები.
ბაზაშია უკრაინის 27, სომხეთის 22, ს 18, აზერბაიჯანის 3, ყაზახეთის 3, ს 2, ბელარუსის 2 და მოლდოვის 1 მოქალაქეც.
„უარესთა შორის უარესების“ ბაზაში არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებიც. ყველაზე მეტი – 85 რუმინეთის მოქალაქეა. 8 – საფრანგეთის, ამდენივე პოლონეთის, 7 – პორტუგალიის, 6 – ესპანეთის, 5 იტალიის, 3-3 გერმანიისა და ს, 2-2 საბერძნეთისა და უნგრეთის. ბაზაში თითო მოქალაქეა ავსტრიიდან, ბულგარეთიდან, ჩეხეთიდან და დან.
შიდა უსაფრთხოების სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ ბაზას თან ახლავს ტექსტი, რომ მინისტრ ნოემის ხელმძღვანელობით ამ სამინისტროსა და მიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახურის თანამშრომლები ასრულებენ პრეზიდენტ ტრამპის დაპირებას და ახორციელებენ მასობრივ დეპორტაციას, დაწყებული „უარესთა შორის უარესებით“, რომლებიც ამ ბაზაში არიან.
ფორუმი