-ში დააკავეს რეჟისორ რობ რაინერისა და მისი ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი – მათი შვილი ნიკ რაინერი

-ის პოლიციის თანახმად, მკვლელობის ბრალდებით დააკავეს ჰოლივუდის რეჟისორის, რობ რაინერის ვაჟი მას შემდეგ, რაც მისი მშობლები ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში მოკლულები იპოვეს.

„გამოძიებას აწარმოებს მკვლელობების განყოფილება“, – განუცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა ჟურნალისტებს. – „ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ამ საქმეზე და შეძლეს ნიკ რაინერის დაკავება, რომელიც ამ საქმეში ეჭვმიტანილია. შემდგომში მას მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს“.

14 დეკემბერს გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში პოლიცია არ ამხელდა მოკლულების – 78 წლის კაცის და 68 წლის ქალის – ვინაობას. მათი გვამები ლოს-ანჯელესში, სახლში იპოვეს.

ამერიკული მედიასაშუალებები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ რობ რაინერს და მიშელს ჭრილობები დანით ჰქონდათ მიყენებული.

რობ რაინერს გადაღებული აქვს 20-ზე მეტი ფილმი, მათ შორის „როცა ჰარი შეხვდა სალის“ და „მიზერი“… კინორეჟისორი დემოკრატიული პარტიის აქტიური მხარდამჭერი იყო.