-ში დააკავეს რეჟისორ რობ რაინერისა და მისი ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი – მათი შვილი ნიკ რაინერი

აშშ-ის პოლიციის თანახმად, მკვლელობის ბრალდებით დააკავეს ჰოლივუდის რეჟისორის, რობ რაინერის ვაჟი მას შემდეგ, რაც მისი მშობლები ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში მოკლულები იპოვეს.
„გამოძიებას აწარმოებს მკვლელობების განყოფილება“, – განუცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა ჟურნალისტებს. – „ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ამ საქმეზე და შეძლეს ნიკ რაინერის დაკავება, რომელიც ამ საქმეში ეჭვმიტანილია. შემდგომში მას მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს“.

14 დეკემბერს გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში პოლიცია არ ამხელდა მოკლულების – 78 წლის კაცის და 68 წლის ქალის – ვინაობას. მათი გვამები ლოს-ანჯელესში, სახლში იპოვეს.
ამერიკული მედიასაშუალებები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ რობ რაინერს და მიშელს ჭრილობები დანით ჰქონდათ მიყენებული.
რობ რაინერს გადაღებული აქვს 20-ზე მეტი ფილმი, მათ შორის „როცა ჰარი შეხვდა სალის“ და „მიზერი“… კინორეჟისორი დემოკრატიული პარტიის აქტიური მხარდამჭერი იყო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – რასაც უწოდებდნენ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო, ორჯერ – უკრაინა – დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი

ირაკლი კობახიძე – თუკი ვინმე და რამე იხევს უკან თანამედროვე სამყაროში, ეს არის ევროკავშირი – სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ იცვლება დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან