აშშ-ში დააკავეს ეჭვმიტანილი, რომელიც პოლიტიკოსის მკვლელობას გეგმავდა

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ბრალი წაუყენა ს მოქალაქეს, სავარაუდოდ, ირანთან დაკავშირებულ პირს, ქვეყნის ტერიტორიაზე პოლიტიკური მკვლელობის მცდელობისთვის. გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ მისი სამიზნე შესაძლოა ყოფილიყო -ის ყოფილი პრეზიდენტი , სხვა მოქმედი და ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები.
საუბარია 46 წლის ასიფ მერჩანტზე. ის 12 ივლისს დააკავეს აშშ-ის ტერიტორიის დატოვებისას. პროკურატურამ დაადგინა, რომ პაკისტანის მოქალაქე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ირანში ცხოვრობდა. CNN-ს თანახმად, მისი ოჯახი იქ იმყოფება.
ბრალდების მიხედვით, მერჩანტი აშშ-ში შეკვეთილი მკვლელობის შემსრულებლების გადაბირებას ცდილობდა, რაც ირანის შურისძიება უნდა გამხდარიყო 2020 წელს ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაურის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო. სოლეიმანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით ბაღდადში 2020 წლის 3 იანვარს მოკლეს. ვაშინგტონი ირანის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების მეთაურს რეგიონში აშშ-ის ჯარებზე თავდასხმების ორგანიზებაში სდებდა ბრალს.
მერჩანტთან შეხვედრის შემდეგ ადამიანმა, რომელიც გამოძიების ფედერალურ ბიუროს დაუკავშირდა, გამოძიებასთან თანამშრომლობა დაიწყო. მან “მკვლელთან” ერთ-ერთი შეხვედრისას განაცხადა, რომ მკვლელობის სამიზნე უნდა გახდენენ ადამიანები “რომლებიც პაკისტანს ვნებენ”, ასევე “საიმედოდ დაცული” ადამიანი. მის საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ასიფ მერჩანტმა „აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში პოლიტიკური ფიგურის მკვლელობისთვის” 5000 დოლარის ოდენობის ფულადი ავანსი გადაიხადა.
Reuters-ი იუწყება, რომ სავარაუდო სამიზნე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო, რომელმაც სოლეიმანის მკვლელობის ოპერაციას დაუჭირა მხარი. ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილმა წარმომადგენლებმა, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა და ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ადრეც მიიღეს მუქარის გზავნილები თეირანიდან.
სავარაუდო მსხვერპლების ვინაობა საგამოძიებო მასალებში დასახელებული არაა.
იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა დამატებით კომენტარზე უარი თქვა. დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბში განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსუბუქად დაიჭრა 13 ივლისს პენსილვანიაში წინასაარჩევნო შეხვედრისას, მისი მკვლელობის მცდელობისას. დაიღუპა ადგილზე მყოფი ერთ ადამიანი, ორი კი მძიმედ დაშავდა. თავდამსხმელი, 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსი
CNN- ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ბოლო კვირების განმავლობაში აშშ-ს ხელისუფლებამ ინფორმატორისგან შეიტყო, რომ ირანში დონალდ ტრამპის მკვლელობას ამზადებდა. თანამოსაუბრეებმა ტელეკომპანიას უთხრეს, რომ ტომას მეთიუ კრუქსის კავშირი ირანთან არ შეინიშნება.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”