-ში გლოვა გამოცხადდა 39-ე პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის გარდაცვალების გამო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყნის მოქალაქეებს მიმართა 39-ე პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის გარდაცვალების გამო.
ჯიმი კარტერი 100 წლის ასაკში, 29 დეკემბერს გარდაიცვალა.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯიმი კარტერს უწოდა ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც განასახიერებდა ყველაფერს საუკეთესოს, იყო ღვთის და ხალხის ერთგული მსახური, მორალურად სუფთა და კეთილშობილი ლიდერი და მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და ადამიანის უფლებებისთვის გმირულად მებრძოლი.
პრეზიდენტ ს განკარგულებით, ჯიმი კარტერის გარდაცვალების გამო, გლოვის ნიშნად, 30 დღის განმავლობაში -ის დროშები დაშვებული იქნება სახელმწიფო დაწესებულებებზე, საელჩოების შენობებზე, სამხედრო ბაზებსა და სამხედრო გემებზე, 2025 წლის 9 იანვარი კი აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა.
დემოკრატი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე ჯიმი კარტერი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 1977 წლის 20 იანვრიდან 1981 წლის 20 იანვრამდე.
2002 წელს ჯიმი კარტერს მსოფლიოში კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების ძალისხმევისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის გამო ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – შალვა პაპუაშვილის საუბარი „ღალატსა“ და „შხამიან თესლზე“ ღიმილის მომგვრელია – „შხამიანი თესლიდან“ აღმოცენებული სწორედ ის სისტემაა, რომელიც შექმენით და რომელსაც ქართველი ხალხი დაასრულებს

თინა ბოკუჩავა – ერთი წლის განმავლობაში ხალხი არ დაიღალა, არ დანებდა, არ შეეგუა ივანიშვილის მოცემულობას, რომ საქართველოს არ ჰქონდეს ევროპული მომავალი და იყოს რუსეთის უკანა ეზო – ევროინტეგრაციის გზას ქართველი ხალხი გააგრძელებს