აშშ-ში გარდაიცვალა ფეტულა გიულენი, თურქეთის პრეზიდენტ ერდოანის ცნობილი ოპონენტი

აშშ-ში, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა თურქეთიდან დევნილი სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწე, პრეზიდენტ ერდოანის ხელისუფლების მოწინააღმდეგე ფეტულა გიულენი. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN TÜRK-ი იუწყება გიულენის ძმისშვილის მიერ სოციალური ქსელებით დღეს, 21 ოქტომბერს გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
გიულენის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელ X-ში წერს ვებსაიტი Herkul-იც, რომელიც სისტემატურად აქვეყნებდა ფეტულა გიულენის ქადაგებებს. საიტის თანახმად, გიულენი 20 ოქტომბერს, საღამოს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თურქეთის ხელისუფლება 1999 წლიდან -ში მცხოვრებ ფეტულა გიულენს ადანაშაულებდა 2016 წლის არშემდგარი სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში, რასაც ანკარის თანახმად, 250 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გიულენი ბრალდებას უარყოფდა და პრეზიდენტ ერდოანის ხელისუფლებას ადანაშაულებდა პოლიტიკურ დევნაში.
2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის საქმეზე თურქეთში დააპატიმრეს 70 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები, სამხედროები, მასწავლებლები და საჯარო მოხელეები და 130 ათასამდე სამსახურიდან დაითხოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე უმრავლესობის დეპუტატების საკონსტიტუციო წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაიგზავნება